ეკო-საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი "ცხოველთა დაცვის საერთაშორისო" დღესთან დაკავშირებით მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში
2017 წლის 4 ოქტომბერს ,,ცხოველთა დაცვის საერთაშორისო’’ დღესთან დაკავშირებით მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ,,ნორჩი რეინჯერების’’ პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ეკო-საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ფაუნის მნიშვნელობაზე, ასევე მათ მიეწოდათ ინფორმაცია მაჭახელას ეროვული პარკის ფაუნის წარმომადგენლებზე. თემის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
ნორჩი რეინჯერების პროექტი ხორციელდება მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, „გაეროს განვითარების“ (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) მხარდაჭერით.