მისია

• მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის გაძლიერებისა და მისი საქმიანობის ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობა; 
• მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების პოპულარიზების ხელშეწყობა საზოგადოებაში;
• ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების და მისი დამხმარე ზონის დაგეგმვასა და მართვაში; 
• მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის სოფლების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მხარდაჭერა;
• მტირალას და მაჭახელას მიმდებარე რეგიონის განვითარების ხელშეწყობა;
• მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიებისათვის და რეგიონის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და დონორების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის გამჭვირვალობის და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი; 
• მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების და რეგიონის განვითარებისთვის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
• მტირალას და მაჭახელას დამხმარე ზონების მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა;
• საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის და მმართველობის დე-ცენტრალიზაციის ხელშეწყობა;