მიმდინარე პროექტები

პროექტის სახელწოდება: “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით.”

განხორციელების პერიოდი: მარტი, 2019 წელი - ნოემბერი, 2019 წელი

დონორის სახელწოდება: BP და მისი პარტნიორები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში, ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, სი-თი-სის მიერ.

ასოციაცია თანამშრომლობს „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან“

ჩართული მხარეები: მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

პირდაპირი ბენეფიციარები:  ჩიქუნეთის საჯარო სკოლა; ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა; ქედქედის საჯარო სკოლა; აჭარისაღმართის საჯარო სკოლა.

პროექტის მთავარი მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეროვნული პარკების ახლოს მაცხოვრებელ თემების  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერა და ამ პროცესის მხარდაჭერა დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის სტიმულირების გზით.

მაჭახელას ეროვნული პარკის „მთავარანგელოზის მთის ბილიკი“-ს ახლოს ეკო-საგანმანათლებლო ადგილი ხელს შეუწყობს და უფრო პოპულარულს გახდის ეროვნულ პარკს ახალგაზრდა თაობისთვის და გაზრდის ეკო-საგანმანათლებლო ტურების რაოდენობას სკოლის მოსწავლეებისთვის (ჯერ ახლოს მდებარე სკოლებისთვის, შემდეგ კი რეგიონის ყველა სკოლისთვის) და შესაძლებელი იქნება ეკო-ბანაკების ორგანიზება და მხარდაჭერა „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ მიერ.

ზემოთ აღნიშნული ახალი ბილიკი შეაერთებს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს მაჭახელას ხეობის სოფლებთან და ეკო-ტურიზმის პოპულარულ ადგილად აქცევს მათ.

პროექტი გააუმჯობესებს სამიზნე სოფლების თემების შესაძლებლობებს, რათა დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ სამოქალაქო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას ეკნომიკური და გარემო პირობების გაუმჯობესების გზით.

ამოცანები:

მეგობართა ასოციაცია უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე 105 მოსწავლის ეკო-საგანმანათლებლო გასვლითი ტურის ორგანიზებას მაჭახლეას ეროვნული პარკის ტეროტორიაზე ახალა ეკო-საგანმანათლებლო ადგილზე.

სკოლის მოსწავლეები მიიღებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე ინფორმაციას, ისწავლიან დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესებს და მიიღებენ მონაწილეობას სახალისო და საინტერესო აქტივობებში.

==========================================================================

პროექტის სახელწოდება: „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

განხორციელების პერიოდი: მაისი, 2019 წელი  - ივლისი, 2020 წელი

დონორის სახელწოდება:  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) 

ჩართული მხარეები: მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ქედის მუნიციპალიტეტის მერია; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

პირდაპირი ბენეფიციარები:  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ქედის მუნიციპალიტეტის მერია; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია; სოფლების ზუნდაგა, მახუნცეთის და პირველი მაისის მოსახლეობა და ამავე სოფლების სკოლები.

პროექტის მთავარი მიზანი: მდგრადი ტურიზმის განვითარების და მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის დაცულ ტერიტორიაზე (მტირალას ეპ) ტურისტული მარშრუტების შექმნით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

ამოცანები: - მოეწყობა ახალი ტურისტული მარკირებული ბილიკი სოფელი ყოროლისთავიდან მტირალას ეროვნული პარკის გავლით ქედის მუნიციპალიტეტის სამი სოფლისკენ ზუნდაგა, მახუნცეთი, პირველი მაისი. ახალი ტურისტული ბილიკი დაუკავშირდება მაჭახელას ეროვნული პარკის მთავარანგელოზის მთის ტურისტულ ბილიკს; - მოხდება სამიზნე სამი სოფლის დაინტერესებული პირების მწვანე ბიზნესის დაგეგმვის და მართვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგ-კურსების განხორციელებით;  -  განხორციელდება ტურისტული მარშრუტის  მიმდებარე სოფლებში (ზუნდაგა, მახუნცეთი, პირველი მაისი) ადგილობრივი თემების ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებაში (გიდები, საოჯახო სასტუმროები, მარკეტ ფლეისი, აგროტურიზმი და სხვა); - ახალი ბილიკზე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (მთა მტირალა) მოეწყობა საპიკნიკე ადგილი მცირე ინფრასტრუქტურით; - მოხდება ახალი ტურისტული მარშრუტის პოპულარიზაცია და ჩართვა ტურისტულ შეთავაზებებში ინფოტურების ორგანიზებით; - განხორციელდება როგორც შეშის ალტერნატიული საშუალების თხილის ნაჭუჭის შეტანა სოფლებში, რათა შემცირდეს მერქნული რესურსების გამოყენება საწვავად, ასევე, მზის ჰელიოსისტემების შეძენა საპილოტედ რამდენიმე ოჯახისთვის; - განხორციელდება სემინარების/შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეების მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; - მომზადდება რუკები და ბროშურები ახალი ბილიკის შესახებ

==========================================================================