ეკო-საგანმანათლებლო ტური მთავარანგელოზის მთის ბილიკზე
2019წლის 9 ივნისს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ქ. ბათუმის სკოლა „ევრო 2000“-ის და „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია"-ს თანამშრომლობითა და ორგანიზებით მაჭახელას ეროვნულ პარკში მთავარანგელოზის მთის ბილიკზე ეკო-ტური მოეწყო. ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ფლორას და ფაუნას. სასწავლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს: GPS ნავიგაციის სისტემის გამოყენება, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კარვის აგება, კოცონის დანთება და ბუნებაში ორიენტირება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. ასევე ჩაუტარდათ ეკო-ლექცია ბუნებაში დაცული ტერიტორიებისა და მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, ხოლო ტურის დასკვნით ნაწილში ჩატარდა ვიქტორინა, ტურის განმავლობაში მიღებული ცოდნის შესახებ.