"ეკო-ტური" კოლხეთის ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერებთან

2017 წლის 13 ივლისს, “მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ კიდევ ერთ საინტერესო ეკო-ტურს გაუკეთა ორგანიზება „ნორჩი რეინჯერების“ პროექტის ფარგლებში. ეკო-ტურის ფარგლებში ჩაისუბნის,გორგაძეების,ჩაქვის #1 და ჩაქვის გიმნაზიის „ნორჩმა რეინჯერები სტუმრობდნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერებს. პალიასტომი-პიჩორაზე მოეწყო გასვლა პანტონითა და კატერით. „ნორჩმა რეინჯერებმა“ მოისმინეს პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორია, ფლორასა და ფაუნაზე, რითაც გაიღრმავეს უკვე არსებული ცოდნა. ეკო-ტურმა სასიამოვნოდ დასაინტერესოდ ჩაიარა.პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.