ეკო-ტური მაჭახელას ეროვნულ პარკში
2017 წლის 20 ოქტომბერს, „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ კიდევ ერთ საინეტერესო ეკო-ტურს გაუკეთა ორგანიზება. ეკო-ტურის ფარგლებში ჩიქუნეთის სკოლის „ნორჩი რეინჯერები“ სტუმრობდნენ მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მთავარანგელოზის ბილიკს.
ეკო-ტურის ფარგლებში ნორჩმა რეინჯერებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული ბილიკების შესახებ. ისწავლეს მცენარეების ამოცნობა, რომლებიც გვხვდება მთავარანგელოზის ბილიკზე. ასევე ისწავლეს გუნდურად მუშაობა და ბუნებაზე დაკვირვება.
პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) მხარდაჭერით.