ეკო-ტური მაჭახლის ეროვნულ პარკში

2017 წლის 4 ნოემბერს, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ საგანმანათლებლო ეკო-ტურს გაუკეთა ორგანიზება „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში. ქედქედის სკოლის „ნორჩი რეინჯერები“ სტუმრობდნენ მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მთავარანგელოზის ბილიკს.
ეკო-ტურის ფარგლებში ნორჩმა რეინჯერებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული ბილიკების შესახებ. ისწავლეს მცენარეების ამოცნობა, რომლებიც გვხვდება მთავარანგელოზის ბილიკზე. ჩაუტარდათ ვიქტორინა,რომლითაც ისწავლეს გუნდური მუშაობა. გამარჯვებული გუნდის წევრებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ გადასცა წამახალისებელი პრიზები.
„გაეროს განვითარების“ (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) მხარდაჭერით.