"ერთი დღე რეინჯერთან"

2016 წლის 29 ნოემბერს, "ერთი დღე რეინჯერთან" პროექტის ფარგლებში ჩაქვის 1 სკოლის "ნორჩი რეინჯერები" მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. გასვლით ვიზიტს ორგანიზება გაუკეთა პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ" მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად. "ნორჩი რეინჯერები" გაეცნენ ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებას, მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. გასვლითი ვიზიტი დასრულდა სამომავლო ქმედებების დაგეგმვით. პროექტი ხორციელდება "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) მხარდაჭერით და "გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის" (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.