"ერთი დღე რეინჯერთან"

2017 წლის 12 აპრილს , „ერთი დღე რეინჯერთან“ პროექტის ფარგლებში ჩაქვის გიმნაზიის „ნორჩი რეინჯერები“ მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. გასვლით ვიზიტს ორგანიზება გაუკეთა პროქტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად. „ნორჩმა რეინჯერებმა“ დაასუფთავეს მტირალას ეროვნულიპარკის ბილიკები. ისინი გაეცნენ ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებას, მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. გასვლითი ვიზიტი დასრულდა სამომავლო ქმედებების დაგეგმვით. პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.