"თემის რეინჯერი"

2016 წლის 25ოქტომბერს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" მიერ GEF/UNDP პროექტის “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ რომლის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. შეხვედრაზე განიხილეს, მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს მიზნები და GEF/UNDP ფარგლებში დაგეგმილი მიმდინარე ორი პროექტი „თემის რეინჯერი“ და „ნორჩი რეინჯერები“. დაიგეგმა სამოქმედო ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი ძალიან საინტერესოა და მიესალმებიან ნებისმიერ პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მართვის დახვეწას, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას.