"თემის რეინჯერი"

2016 წლის 21 დეკემბერს „მტირალა დამაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ პროგრამის „UNDP/GEF-„აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი „თემის რეინჯერებისთვის“. 
ტრენინგი მიმდინარეობდა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.
ტრენინგზე „თემის რენჯერები“ გაეცნენ თავიანთ საქმიანობებს და დავალებებს „თემის რეინჯერის“ სახელმძღვანელოს სამოქმედო გეგმის მიხედვით. „თემის რეინჯერები“ჩაერთვებიან ეკოლოგიური მონიტორინგის პროცესში და მოაგროვებენ დამატებით საჭირო ინფორმაციას. 
პროექტის ფარგლებში „თემის რეინჯერებს“ გადაეცათ პროექტის სამოტივაციო მექანიზმით გათვალისწინებული აღჭურვილობა - საველე ზურგჩანთები, სპეციალური ფეხსაცმელი,ბინოლკები და ფოტო აპარატები. 
ასევე დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები და საქმიანობები.