ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეული

ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეულში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, მაჭახელას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის სოფლების - ქედქედის, ჩიქუნეთის, აჭ. აღმართის, ზედა ბზუბზუს, უჩხითის, ქვედა და ზედა ჩხუტუნეთის, მახუნცეთის სკოლების ეკო-კლუბები. მათ, დისტანციურ რეჟიმში იმუშავეს ჯგუფურად და წარმოადგინეს ნამუშევრები - ნაკრძალებისა და ეროვნული პარკის თემატიკაზე.

აღნიშნულ საქმიანობებს მოხალისეობრივად კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს - „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის“ ადმინისტრაცია.