"ნორჩი რეინჯერები"-სთვის ეკო-საგანმანათლებლო ტური მაჭახელას ეროვნულ პარკში

2017 წლის 8 ივნის, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ „ნორჩი რეინჯერების“ პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთა პროექტში ჩართული ჩაისუბნის, გორგაძეების, ჩაქვის#1 და ჩაქვის გიმნაზიის სკოლების ნორჩი რეინჯერების ვიზიტს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ნორჩი რეინჯერები გაეცნენ ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და კოლხური ტყის ნაწილს. ვიზიტმა საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაირა ნორჩი რეინჯერებისთვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების ხელშეწყობით. „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ მადლობას უხდის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას.
პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.