"ნორჩი რეინჯერი"

2016 წლის 23 დეკემბერს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციის“ ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება „მთის დღე - ნორჩ რეინჯერებთან ერთად“.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცის, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 4 სკოლის - ჩისუბანის, გორგაძეების, ჩაქვის #1 სკოლის და ჩაქვის გიმნაზის ნორჩირეინჯერებიეები და მასწავლებლები.
პროექტში მონაწილე სკოლების „ნორჩმა რეინჯერებმა“ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „მთის დღე“. შეასრულეს დავალება-ნახატი თემაზე „ვინ არის ნორჩი რეინჯერი ჩემი წარმოდგენით“. 
„მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა ივერი შავაძემ „ნორჩ რეინჯერებს“ წარუდგინა პრეზენტაცია - „მაჭახელას ეროვნული პარკი“.
პროექტში მონაწილე სკოლების გამორჩეულ „ნორჩ რეინჯერებს“ გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.