"ნორჩი რეინჯერი"-სთვის თამაში რა? სად? როდის?
2017 წლის 16 ივნისს, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციაციამ“, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში „ნორჩი რეინჯერის“პროგრამის ფარგლებში მოაწყო შეხვედრა პროექტში მონაწილე მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 4 სკოლის - ჩისუბანის, გორგაძეების, ჩაქვის #1 სკოლის და ჩაქვის გიმნაზის ნორჩ რეინჯერებთან. შეხვედრისას შემოწმდა „ნორჩი რეინჯერების“ ცოდნა კითხვა-პასუხის რეჟიმში.მოეწყო კარვის გაშლის პრაქტიკული ჩვენება. ასევე, მტირალას ადმინისტრაციამ მოაწყო კონკურსი რა? სად? როდის? რომლის შედეგების საფუძველზე შერჩეული იქნებიან ფინალისტი სკოლები.შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და დაიგეგმა მომდევნო წლის დამოუკიდებელი ქმედებები სკოლებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროექტის ფარგლებში.