"ნორჩი რეინჯერი"-ს პროექტი მაჭახელას ეროვნული პარკისთვის

2017 წლის 22 სექტემბერს,  მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა პირველი შეხვედრა „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში.
ნორჩი რეინჯერის პროგრამა ძალიან პოპულარულია ეროვნულ პარკებში - ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების, ეროვნული პარკის საქმიანობებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის და ასევე სკოლის მოსწავლეებში ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვითარების მიზნით.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებსა და ჩართულ მხარეებს წარდგენოდათ „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
„ნორჩი რეინჯერის” პროექტში ჩიქუნეთის,აჭარის აღმართის, ქედქედის,ზედა და ქვედა ჩხუტუნეთის სკოლებში შერჩეული 60 მოსწავლე გაივლის „ერთი დღე რეინჯერთან ერთად“ ღონისძიებების ფარგლებში ტრეინინგს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ეროვნული პარკის მმართველობის და ოპერირების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. მოეწყობა საველე გასვლითი ღონისძიებები მაჭახელას და მტირალას ეროვნულ პარკში ასევე, ეკო-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში,მარტვილის კანიონში,ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე.
მოსწავლეები გაეცნობიან ველურ ბუნებაში მოგზაურობისას საჭირო წესების, რეგულაციებსა და ქცევებს.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში