"ნორჩი რეინჯერი"

2017 წლის 7 მარტს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციის“ ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 4 სკოლის - ჩისუბანის, გორგაძეების, ჩაქვის #1 სკოლის და ჩაქვის გიმნაზის ნორჩირეინჯერებიეები და მასწავლებლები.
პროექტში მონაწილე სკოლების „ნორჩმა რეინჯერებმა“ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: “წყალი და ადამიანი“, „ტყე შეუნახოთ შვილებსა“, „ადამიანის გავლენა ბუნებაზე“, „დაცული ტერიტორიების როლი აჭრაში“. ასევე მოეწყო გამოფენა „ნორჩი რეინჯერების“ მიერ შესრულებული ნახატებით,რომელთა თემებია: „გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა“, „შევუნარჩუნოთ პლანეტას მწვანე ფერი“, „ადამიანი და ბუნება“, დავიცვათ ბუნება“.