ნორჩი რეინჯერი

ნორჩი რეინჯერი -კიდევ უფრო პოპულარული ხდება მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების სკოლებისთვის!!!

ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, დაცული ტერიტორიების საქმიანობებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და რეინჯერის პროფესიის საქმიანობების შესახებ ცოდნის მიღება წარმოადგენს ახალი წამოწყების მიზანს, რომელსაც კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს „მაჭახელას ეროვნული პარკი“-ს ადმინისტრაცია "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" მხარდაჭერით.

ჩატარებული კონკურსის ფარგლებში 5 სკოლის 30 მოსწვლე იქნა შერჩეული, რომლებისთვისაც პერიოდულად ჩატარდება ტრენინგ/სემინარები, თეორიული და პრაქტიკული/გასვლითი სწავლებები.

მიღებულ ცოდნას შერჩეული ნორჩი რეინჯერები გადასცემენ თავიანთი სკოლის ეკო-კლუბების ნორჩ რეინჯერებს და დაგეგმავენ და განახორციელებენ დამიუკიდებლად აქტივობებს.

ნორჩი რეინჯერის აქტივობების წახალისება ეფუძნება „მაჭახელას ეროვნული პარკი“-ს მენეჯმენტის გეგმას და წარმოადგენს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" ადრე განხორციელებული პროექტის გაგრძელებას.