პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"

2019 წლის 5 ივნისს, "მტირალას და მაჭახელას ს დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" პროგრამის "ნორჩი რეინჯერების" ფარგლებში ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყო შეხვედრა. სადაც ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთ სოფლებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო ქმედებები ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.