პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"

2019 წლის 24 აპრილს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" ორგანიზებითა და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ჩართულობით ნორჩ რეინჯერებთან ერთად აღინიშნა "დედამიწის დღე". აღნიშნულ თემაზე მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის ირგვლივაც გაიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი დისკუსია. ნორჩმა რეინჯერებმა ადგილზევე ჯგუფურად იმუშავეს ნახატების შექმნაზე, რომელთა თემას წარმოადგენდა "დედამიწის დღე" შეხვედრის ბოლოს 4 სკოლის (ჩაქვის გიმნაზია,ჩაქვის N1, გორგაძეების,ჩაისუბნის)ნორჩ რეინჯერებთან ერთად დაიგეგმა სამომავლოდ საერთო ჩართულობით ღონისძიება.