პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"
2019 წლის 8 აპრილს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" მიერ შემუშავებული „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამის ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მოაწყო კვარტალური შეხვედრა პროგრამის მონაწილე 5 სკოლის (ქედქედის, ქვედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთისა და აჭარის აღმართის) ნორჩ რეინჯერებთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა "ადგილობრივი ტრადიციები და ლეგენდები". აღნიშნულ თემაზე ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.