პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"

2018 წლის 12 დეკემბერს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" მიერ შემუშავებული „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამის ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ჩაატარა შეხვედრა ქვ/ჩხუტუნეთის სკოლის "ნორჩ რეინჯერებთან" და იმავე სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანი იყო მწვანე კალენდრით აღნიშნული მთების მსოფლიოს საერთაშორისო დღის არსებობის და კონცეფციის გაცნობა, რისთვისაც გაიმართა პრეზენტაცია-დისკუსია და თემის შეჯამება კითხვა-პასუხის რეჟიმში.