პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"
2018 წლის 29 ნოემბერს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" მიერ შემუშავებული „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამის ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მოაწყო კვარტალური შეხვედრა პროგრამის მონაწილე 5 სკოლის (ქედქედის, ქვედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთისა და აჭარის აღმართის) ნორჩ რეინჯერებთან. შეხვედრის ფარგლებში ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინეს სექტემბრის თვეში მიცემული დავალებების შესახებ პრეზენტაციები, რომელიც ეხებოდა მათ საცხოვრებელ გარემოში არსებულ ნარჩენების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს, პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვდერის დასრულების შემდეგ ნორჩმა რეინჯერებმა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია და მდ. მაჭახელას სანაპირო ზოლი.