პროექტის "ნორჩი რეინჯერი" შემაჯამებელი შეხვედრა
2017 წლის 29 სექტემბერს ასოციაცია „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს ორგანიზებით მტირალას ეროვნულ პარკის შენობაში ჩატარდა პროექტის „ნორჩი რეინჯერი“ შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც მონაწილე ოთხივე სკოლის (გორგაძეების საჯარო სკოლის,ჩაქვის გიმნაზის,ჩაქვის #1 სკოლის,ჩაისუბნის სკოლის) ნორჩი რეინჯერები, ასევე დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხრიდან პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი გორაძე, მტირალასეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ბატონი დავით ხომერიკი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები და სკოლების (გორგაძეები საჯარო სკოლა - ქ-ნი ნანული წულუკიძე, ჩაქვის გიმნაზია ქ-ნი მაკა კალანდაძე, ჩაქვის #1 სკოლა ქ-ნი ლელა თოთლაძე, ჩისუბნის სკოლა ბ-ნი ბიჭიკო ყურშუბაძე) პედაგოგები.
შეხვედრაზე „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციი“-ს და ოთხივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მიერ მიმოხილული იქნა გასული წლის საქმიანობის შედეგები და გაწეული მუშაობა.
ასევე, საუბარი შეეხო „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტაციის და ოთხივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მომდევნო 2017-2018 წწ თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებს (ასახულია შემაჯამებელ ანგარიშში), რის მიხედვითაც გაგრძელდება საქმიანობები აღნიშნულ მხარეებს შორის.
ბატონებმა ირაკლი გორაძემ და დავით ხომერიკმა შეაფასეს პროექტი და ორგანიზაციის მუშაობა. მათ გამოთქვეს კმაყოფილება გაწეული მუშაობის შესახებ და წარმატებები უსურვეს ასოციაციას და ნორჩ რეინჯერებს.
შეხვედრის ბოლოს ნორჩ რეინჯერებს და სკოლის პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები, „საველე გზამკვლევი“ ნორჩი რეინჯერებისთვის, შემაჯამებელი ანგარიში და სამახსოვრო სუვენირები.