.პროექტის ონლაინ განხილვა

2022 წლის 29 მარტს, 12 საათზე, „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის ონლაინ განხილვა გაიმართება

 მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, GEF-UNDP-ის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის და საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელის კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით.

 მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ“ დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია მტირალას ეროვნული პარკის გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა.

 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური (subject): საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ მითითებული ბმულით (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით) - ბმული

 

იხილეთ თანდართული ფაილი:

მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა:
         ჩამოტვირთვა 
 

https://apa.gov.ge/ge/media/News/mtiralas-erovnuli-parkis-menedjmentis-g...