პროექტი ბავშვების ოცნებების ასრულება "ოცნების ქალაქში"

2019 წლის 3 აგვისტოს პროექტ ბავშვების ოცნებების ასრულება "ოცნების ქალაქში" ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრა ოცნების ქალაქში მცხოვრებ უფროსი ასაკის ბავშვებთან, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულ იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომლითაც უფროსი ასაკის ბავშვები დამოუკიდებლად შეძლებენ მათსავე უბნებში ბავშვების გართობასა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ასევე, მათ გადაეცათ შაშის სათამაშო დაფები, რომელიც დამატებით საშუალებას იძლევა გამოიმუშავონ ახალი უნარები და შეიქმნან მრავალფეროვანი გასართობი გარემო.
პროექტს ახორციელებს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია"
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია UNICEF -გაეროს ბავშვთა ფონდი.