პროექტი - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“

ფერადი, ხალისიანი და დადებითი ემოციებით აღსავსე დღე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის..!
2019 წლის 27 ივლისს პროექტ - „ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში““ ფარგლებში, ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოთხივე უბნის პატარა ბავშვებს გადაეცათ სათამაშოები, რაც მათ საშუალებას მისცემს ეზოში ერთობლივად თამაშის და დამეგობრების.
უბნებში მცხოვრები უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო კალათბურთის სათამაშო კალათა და ბავშვებს გადაეცათ ბურთები. 
ასევე, ორი უბნის ფეხბურთის გუნდებს შორის მოეწყო შეჯიბრი.გუნდებში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ მაისურები, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სათამაშო ბურთებით. 
აღნიშნულმა აქტივობებმა ბავშვებში გამოიწვია დადებითი ემოციები, იყო ბევრი ღიმილიანი და კმაყოფილი სახე და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. 
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.