პროექტი "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში"

2019 წლის 16 ივლისს დამარკირდა საფეხმავლო ბილიკი სოფელ პირველ მაისსა და ზედა მახუნცეთს შორის, რომელიც წარმოადგენს პროექტით "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში" გათვალისწინებული დიდი ტურისტული ბილიკის ნაწილს. 
პროექტს ახორციელებს "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია"
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია - გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)
თანადაფინანსების წყაროები - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტი; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.