პროექტი "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში"
ვაგრძელებთ აქტიურ სამუშაო შეხვედრებს ჩვენს ყველაზე აქტიურ, მხიარულ და პოზიტიური განწყობით აღსავსე ეკო-კლუბის წევრებთან..
2019 წლის, 13 ნოემბერს უჩხითის, ზუნდაგასა და მახუნცეთის სკოლებში შექმნილ ეკო კლუბისთვის მოეწყო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათთან. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია თემაზე „ნარჩენები და მათი გავლენა გარემოზე“. პრეზენტაციის საშუალებით ეკო-კლუბების წევრებმა გაიგეს მეტი ინფორმაცია ნარჩენების კატეგორიებზე, მათ გადამუშავებასა და შემდგომ გამოყენებაზე. პრეზენტაციის ირგვლივ დაისვა საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები, რითაც არნიშნული თემა უფრო საინტერესო და ამომწურავი გახდა...
ასევე, მახუნცეთის სკოლის ეკო-კლუბისთვის მოეწყო ფილმის ჩვენება „საქართველოს დაცული ტერიტორიები“,რომლითაც ეკო-კლუბის წევრებმა გაიგეს მეტი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების როლსა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრა მოეწყო პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.