პროექტი "ნორჩი რეინჯერი"

 2018 წლის 9 თებერვალს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დამხმარე ზონის სოფლის 4 სკოლის- ჩაისუბანის, გორგაძეების, ჩაქვის #1 სკოლის და ჩაქვის გიმნაზის ნორჩ რეინჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე - პროექტის წერა. თითოეული სკოლის ნორჩ რეინჯერებს მიეცათ დავალება მოამზადონ და წარმოადგინონ 3 საპროექტო წინადადება თებერვლის ბოლომდე. მარტის თვეში მოხდება წარმოდგენილი 3 პროექტიდან ერთის შერჩევა და დაფინანსება. საპროექტო წინადადაბა უნდა მოიცავდეს გარემოს დაცვის და ეკო-განათლების თემატიკას. 
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.