პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - დასუფთავების აქცია
2018 წლის 15 სექტემბერი „მსოფლიო დასუფთავების დღე“.
მაჭახელას ეროვნული პარკის ორგანიზებითა და ნორჩი რეინჯერების ჩართულობით, მსოფლიო დასუფთავების დღესთნ დაკავშირებით მოეწყო დასუფთავების აქცია მაჭახელას ხეობაში.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მაჭახელას ეროვნული პარკის თანამშრომლები და ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის,აჭარის აღმართისა და ქვედა ჩხუტუნეთის ნორჩი რეინჯერები.
მათ დაასუფთავეს მდინარე მაჭახელას სანაპირო ზოლი და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქციის მთავარ დევიზს წარმოადგენდა „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“
„ნორჩი რეინჯერი“-სპროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.