პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - ეკო-საგანმანათლებლო ტური
2018 წლის 5 აპრილს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პროექტში მონაწილე მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 5 სკოლის - ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთის, ქედქედისა და აჭარის აღმართის ნორჩ რეინჯერებთან ერთად სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს.
ეკო-ტურის ფარგლებში მოეწყო გასვლა წაბლნარი ჩანჩქერის ბილიკსა და ტბის ბილიკზე. ისინი გაეცნენ მტირალას ეროვნული პარკის ისტორიას, ფლორას, ფაუნას და ბუნების ღირშესანიშნაობებს. ჩაუტარდათ ლექცია-სემინარი, რითაც მიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ეკო-ტურმა საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩიარა.
პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.