პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - ეკო-საგანმანათლებლო ტური
„მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“კიდევ ერთ საინტერესო, სახალისო, საგანმანათლებლო და მრავალფეროვან ეკო-ტურს გაუკეთა ორგანიზება.
2018 წლის 13 აპრილს „ნორჩი რეინჯერის“ პროექტში ჩართული მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 5 სკოლის - ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთის, ქედქედისა და აჭარის აღმართის სკოლის ნორჩი რეინჯერები ეკო-ტურის ფარგლებში სტუმრობდნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს და ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს . პალიასტომი-ფიჩორაზე მოეწყო გასვლა პანტონითა და კატერით. „ნორჩმა რეინჯერებმა“ მოისმინეს პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორია, ფლორასა და ფაუნაზე, რითაც გაიღრმავეს უკვე არსებული ცოდნა.მათ გაიარეს ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდული ბილიკი, რომელიც პანორამული გადასახედით სრულდება.პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.