პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - ეკო-საგანმანათლებლო ტური
საინტერესო, სახალისო,შთბეჭდილებებით აღსავსე, ფერადი, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი ეკო-ტური „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ ორგანიზებით.
2018 წლის 4 მაისს „ნორჩი რეინჯერის“ პროექტში ჩართული მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 5 სკოლის - ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთის, ქედქედისა და აჭარის აღმართის სკოლის ნორჩი რეინჯერები ეკო-ტურის ფარგლებში სტუმრობდნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს,მარტვილის კანიონსა და ბალდას ჩანჩქერს. პალიასტომი-ფიჩორაზე მოეწყო გასვლა პანტონითა და კატერით. „ნორჩმა რეინჯერებმა“ მოისმინეს პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორია, ფლორასა და ფაუნაზე, რითაც გაიღრმავეს უკვე არსებული ცოდნა. მარტვილის კანიონში მათ გაიარეს ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი , რომელიც გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი და 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე. ასევე მათ საფეხმავლო ბილიკით მეორე ბალდაში ტობას ხეობაში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერს ეწვივნენ.
პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.