პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - საპროექტო წინადადებების განხილვა და დაფინანსება
2018 წლის 12 მარტს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა პროექტ „ნორჩი რეინჯერი“-ს ფარგლებში პროექტში მონაწილე ეროვნული პარკის დამხმარე ზონის 4 სოფლის სკოლის - ჩაისუბანის, გორგაძეების, ჩაქვის #1 სკოლის და ჩაქვის გიმნაზის ნორჩ რეინჯერების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვა შემდგომი დაფინანსებისთვის. ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინეს თავიანთი საპროექტო წინანადადებები თავიანთ შესაბამის სკოლაში გარემოს დაცვის და ეკო-განათლების თემატიკის გათვალისწინებით. აღნიშნული სკოლების ნორჩმა რეინჯერებმა წინადადებების მომზადებამდე გაიარეს სწავლება პროექტის წერაზე.
წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილა კომისიამ და წარმოდგენილი 7 წინაადებიდან 4 დაფინანსდა (გორგაძეების საჯარო სკოლა -,,ეკო ბიბლიოთეკა’’ საბუნებისმეტყველო კაბინეტში; ჩაისუბნის საჯარო სკოლა-„სანერგე მეურნეობის გამართვა სკოლის მოსწავლეების ეკო განათლების ამაღლების მიზნით“; ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-„სკოლის ეზოს გამშვენება-გამწვანება“; ჩაქვის #1 საჯარო სკოლა - „ ვიზრუნოთ ჩვენს გარშემო სუფთა და მწვანე გარემოს შესაქმნელად“).
გამარჯვებულ პროექტებს გადაეცა თანხა (დაფინანსების მაქსიმალური თანხა წარმოადგენდა 500 ლარს, თუმცა სკოლების მხრიდან თანამონაწილეობა და ჩართულობა დონორის მხრიდან აღნიშნულ დაფინანსებაზე გაცილებით მეტი იყო წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებში).
სკოლების მცირე საგრანტო პროექტების მიმდინარეობას და შესრულებას მონიტორინგს გაუწევს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.„მტირალას და მაჭახელას