პროექტი "ნორჩი რეინჯერი"

2018 წლის 23 სექტემბერს "შავი ზღვის" კვირეულის ფარგლებში მაჭახელას ეროვნული პარკისა და "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" ორგანიზებით მოეწყო ქვედა ჩხუტუნეთის, ქედქედის, აჭარის აღმართის, ზედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის სკოლის "ნორჩი რეინჯერებთან" შეხვედრა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში.
შეხვედრა, საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა. "ნორჩმა რეინჯერებმა" მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე "მაჭახელას ეროვნული პარკი". თითოეულმა მონაწილე სკოლამ იქვე მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე: " რეინჯერის უფლება-მოვალეობები", " ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს საცხოვრებელ გარემოში და მათი გადაჭრის გზები", " მაჭახელას ღირსშესანიშნაობები", " დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესები", "რატომ არის ტყე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის".
ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია ფილმის ირგვლივ.
შეხვედრის ბოლოს თითოეულმონაწილე სკოლას "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიებია მეგობართა ასოციაციის" მიერ გადაეცათ "შემაჯამებელი ანგარიში" , რომელშიც ასახულია "ნორჩი რეინჯერის პროექტში" განხორციელებული ყველა აქტივობა და გაწერილია სამომავლო სამოქმედო გეგმა.
შეხვედრამ მრავალფეროვნად და საინტერესოდ ჩაიარა