პროექტი "ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების განხორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით"

2019 წლის 30 მაისს პროექტ "ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების განხორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით" ფარგლებში, ფრინველებზე დაკვირვების პოლონელმა სპეციალისტმა მაჭახელას ეროვნული პარკის „ნორჩ რეინჯერებს“ ჩაუტარა სწავლება ფრინველებზე დაკვირებისთვის საჭირო მოწყობილობის აწყობასა და შემდგომ საველე პირობებში მის გამოყენებაზე.
ნორჩმა რეინჯერებმა შეიძინეს ფრინველებზე დაკვირვების უნარ-ჩვევები და ისწავლეს ნანახი ფრინველის მოძებნა საძიებო წიგნში. 
ნორჩი რეინჯერები აღნიშნულ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს და გამოიყენებენ სამომავლო საქმიანობებში.