პროექტი „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-მ დაიწყო ახალი პროექტის „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ განხორციელება.
პროექტის მიზანს წარმოადგენს - მდგრადი ტურიზმის განვითარების და მდგრადი ენერგეტიკული ტექტონოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის დაცულ ტერიტორიაზე (მტირალას ეროვნული პარკი) ტურისტული მარშრუტების შექმნით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში 2019 წლის 18 ივნისს მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ქედის მუნიციპალიტეტის სამ სამიზნე სოფელში (ზუნდაგა, ზედა მახუნცეთი, პირველი მაისი) ჩატარდა შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ მიიღეს ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით. თითოეულ სოფელში შერჩეულ იქნა სოფლის მოსახლეობის მიერ „საინიციატივო ჯგუფი“, რომლებიც ითანამშრომლებენ ორგანიზაციასთან სოფლის მოსახლეობის მხრიდან, ჩაერთვებიან პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია - გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)
თანადაფინანსების წყაროები - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი