პროექტი „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ქედის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ზუნდაგა, ზედა მახუნცეთი, პირველი მაისის 15 ოჯახს (5 ოჯახი ერთი სოფლიდან) გადაეცა თხილის ნაჭუჭი, როგორც გასათბობი შეშის ალტერნატიული საშუალება. აღნიშნულ სამიზნე სოფლებში მაგალითების თვალსაჩინოებით დაინერგება შეშის ნაცვლად აღნიშნული რესურსის გამოყენება სამომავლოდ, რითაც შემცირდება მერქნული რესურსების გამოყენება და მასზე მოთხოვნა.
ასევე, ამავე სოფლების 3 ოჯახს (1 ოჯახი ერთი სოფლიდან) გადაეცა წყლის გამაცხელებელი ჰელიო სისტემა. ეს ოჯახები მალე დაიწყებენ „საოჯახო სასტუმროებად“ ფუნქციონირებას. რაც ხელს შეუწყობს სოფლად ეკო-ტურიზმის განვითარებას და ახლო მომავალში დაგეგმილი ახალი ტურისტული ბილიკის პოპულარიზაციას („ორი მთის ბილიკი“ - ახალი ტურისტული მარშრუტი მტირალას ეროვნული პარკის გავლით დააკავშირებს ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებს სოფელ ორთაბათუმთან)
აღნიშნული აქტივობები ხორციელდება პროექტის „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“.
პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.