პროექტი „მდგრადი შემოსაველის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით“
2019 წლის 23-24 ოქტომბერს 60 ნორჩი რეინჯერი სტუმრობდა მაჭახელას ეროვნულ პარკში არსებულ ეკო-საგანმანათლებლო სივრცეს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ -ს ორგანიზებით სოფელ ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის,აჭარის აღმართის, ქედქედისა და ქვედა ჩხუტუნეთის სკოლებიდან.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ფლორასა და ფაუნას. ნორჩმა რეინჯერებმა ისწავლეს ბუნებაში ლაშქრობის დაგეგმვა, ლაშქრობისას უსაფრთხოების წესების დაცვა, კარვის გაშლა და ბუნებაში ორიენტირება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. აწარმოეს დურბინდებით დაკვირვება.
ნორჩმა რეინჯერებმა მოისმინეს ეკო-ლექცია დაცული ტერიტორიების, მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ჩაუტარდათ ვიქტორინა, ტურის განმავლობაში მიღებული ცოდნის შესახებ.
ვიზიტმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად ჩაიარა.
„მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პარტნიორობს „შავი ზღვის ეკო-აკადემია“-ს პროექტის „მდგრადი შემოსაველის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით“ ფარგლებში (პროექტი დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი პროექტების მიერ).