პროექტი „მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო ტურიზმის განვითარების გზით“

კიდევ უფრო მეტი ბუნების დამცველი ..! მეტი ნორჩი რეინჯერი ..! ახალი 3 ეკო-კლუბი შემოგვემატა ქედის მუნიციპალიტეტის 3 სკოლიდან (ზედა ბზუბზუ, უჩხითი, მახუნცეთი) კიდევ 45 წევრი „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პარტნიორობს „შავი ზღვის ეკოა აკადემიას“-ს პროექტის „მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო ტურიზმის განვითარების გზით“ ფარგლებში (პროექტი დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი პროექტების მიერ). 2019 წლის 22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნორჩ რეინჯერებთან ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ახლად ჩამოყალიბებულ ეკო-კლუბებს წარმატებული საქმიანობისთვის მიეცათ შესაბამისი დავალებები. შეხვედრამ მრავალფეროვნად და საინტერესოდ ჩაიარა.