"რეინჯერთა საერთაშორისო დღე"

2017 წლის 31 ივლისს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ "რეინჯერთა საერთაშორისო დღე" აღნიშნა, სადაც მიწვეულნი იყვნენ "ნორჩი რეინჯერები".
ადმინისტრაციამ "ნორჩი რეინჯერებისთვის" მოაწყო ფილმის ჩვენება. მათ ფილმის მეშვეობით მიიღეს იმფორმაცია რეინჯერების მუშაობის შესახებ, გაეცნენ რეინჯერის ყოველდღიურ საქმიანობას, გაიგეს დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული და აკრძალული ქმედებების შესახებ.
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციისგან "ნორჩ რეინჯერებს" სამახსოვროდ გადაეცათ მაისურები.