ფორუმი „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხალისეთა სტრუქტურისა და მოხალისეობის ხელშეწყობა“

2018 წლის 25 ოქტომბერს, პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხალისეთა სტრუქტურისა და მოხალისეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს კარიტასმა შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობდა ,,მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“. 
ასოციაციამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე "მოხალისეობრივი საქმიანობები ასოციაციაში", რითაც საკუთარი გამოცდილებები გაუზიარა მონაწილე ორგანიზაციებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოხალისეობის განვითარების გზებისა და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მოხალისეობის განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.