შემეცნებიტიექსკურსია მტირალას ეროვნულ პარკში
2018 წლის 26 მაისს UNDP/GEF პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ ფარგლებში „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს ორგანიზებით მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია ბათუმის სკოლების დირექტორებისთვის მტირალას ეროვნულ პარკში. შემეცნებით ექსკურსიაში მონაწილეობდნენ: ბათუმის სკოლების დირექტორები (N2 სკოლის დირექტორი ქ-ნ მარიზა აბაშიძე, N6 სკოლის დირექტორი ბ-ნი ზურაბ ზაქარაძე, N9 სკოლის დირექტორი ბ-ნი ნუგზარ სურმანიძე, N10 სკოლის დირექტორი ბ-ნი დავით მეცადეიშვილი, N14 სკოლის დირექტორი ქ-ნ ნატო გოგუაძე, N16 სკოლის დირექტორი ქ-ნ თამთა კვარაცხელია, N22 სკოლის დირექტორი ბ-ნი გიორგი რუხაძე, N25 სკოლის დირექტორი ქ-ნ ნანული დიდმანიძე, N29 სკოლის პედაგოგი ქ-ნ მაყვალა შარაძე), აჭარის რესურსცენტრის წარმომადგენელი (ბ-ნი მიხეილ რიჟვაძე) დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხრიდან პროგრამის ხელმძღვანელი (ბ-ნი ირაკლი გორაძე), პროექტის კონსულტანტები (ქ-ნ სოფო კილასონია, ბ-ნი კახა ბახტაძე) და მტირალას ეროვნული პარკის თანამშრომლები.
მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში შემეცნებითი ექსკურსიის მონაწილებისთვის მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება, რომლითაც მონაწილეებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შექმნისა და მათი მიზნების შესახებ.
პრეზენტაციის მთავარ თემას წარმოადგენდა მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიზნები, საქმიანობები, პროგრამები( ნორჩი რეინჯერი, თემის რეინჯერი), განსახორციელებელი პროგრამები -სასწავლო პროცესში ინტეგრირებული სკოლის მოსწავლეების ერთდღიანი თემატური ექსკურსიები,სკოლის მოსწავლეების 5-10 დღიანი შემეცნებით-გასართობი ბანაკები, სასკოლო კონკურსები აჭარის რეგიონის ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური, მწვანე კალენდრზე დაფუძნებული , ეკოლოგიური კამპანიები, სამომავლო მიზნები - შეიქმნას დაცული ტერიტორიების მხარდამჭერთა ახალგაზრდული ქსელი, საბუნებისმეტყველო საგნების სასკოლო პროცესების ბუნაბრივ გარემოში გადატანა და ამ მიზნით დაცული ტერიტორიების გამოყენება, თემატური ექსკურსებისა და საზაფხულო ბანაკების დაგეგმვა და დაცულ ტერიტორიებზე განხორციელება, სკოლის მოსწავლეების თაოსნობით მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების გრძელვადიანი კამპანიების ორგანიზება.
მტირალას ეროვნულ პარკში გასვლა მოეწყო ტბისკენ მიმავალი ბილიკით. ექსკურსიის მონაწილეებმა ისარგებლეს მტირალას ეროვნულ პარკში არსებული საბაგიროთი და ექსტრემალური სერვისით (სოფ. ჩაქვისთავი წაბლნარის ბილიკზე) - ზიპ-ლაინით (ბაგირზე დაშვება).გაიგეს მეტი ინფორმაცია მტირალას ეროვნულ პარკში არსებულ ფლორასა და ფაუნაზე.
შემეცნებითი ექსკურსია მიზნად ისახავდა სამომავლოდ სკოლებისა და მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის თანამშრომლობას, მათ მონაწილეობას მეგობართა ასოციაციასთან ერთად პროგრამების შედგენაში,რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება „გაეროს განვითარების“ (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.