„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
2019 წლის 11 ნოემბერს მონიტორინგ ვიზიტით „მტირალას ეროვნული პარკი“-ს ახალ საფეხმავლო ტურისტულ „ორი მთის ბილიკ“-ზე იმყოფებოდნენ პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრები - მტირალას და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები და „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს ხელმძღვანელი. ისინი ადგილზევე გაეცნენ ბილიკზე შესრულებულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს ბილიკზე ნიშნულების, საინტერპრეტაციო დაფებისა და საკემპინგე ინფრასტრუქტურის განთავსებას.
აღნიშნულ ახალ ბილიკზე ლაშქრობისას ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება იხილოს ქალაქ ბათუმისა და კოლხური ტყის ულამაზესი ხედები, ბილიკზე შესაძლებელია უნიკალური ფლორის განსაკუთრებული ჯიშების ხილვა, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებულ სიმწვანეში ეფლობა და მეტად შთმბეჭდავს ხდის მას.
აღნიშნული ბილიკი ფუნქციონირებას მომდევნო წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
ტურისტური ბილიკის მოწყობა ხორციელდება პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.