„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს, ჩვენს მხიარულ და მრავალფეროვან ეკო-კლუბის წევრებთან...

 

3 თებერვალს პირველი მაისის, მახუნცეთისა და ქვედა მახუნცეთის სკოლის ეკო-კლუბებთან მოეწყო  კვარტალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „რა მომცა პროექტმა“.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში თითოეული სკოლის ეკო-კლუბების მიერ წარმოდგენილ სამუშაო ჯგუფებს შორის ჩატარდა ვიქტორინა, გამარჯვებულ პირველი მაისის სკოლის ეკო-კლუბს კი გადაეცა ფასიანი საჩუქრები.

კვარტალური შეხვედრა მოეწყო პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“  ფარგლებში, რომელსაც  ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.