„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
2020 წლის 6, 21, 22 თებერვალს ,,აგროტურიზმის სერვისის მიწოდება“ ტრენინგი წარმატებით გაიარა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზედა მახუნცეთი, პირველი მაისი და ზუნდაგა მოსახლეობის დაინტერესებულმა 11-მა პირმა. ტრენიგის მონაწილეები თეორიული კურსის გავლის შემდეგ, იმყოფებოდნენ მაჭახელას ხეობაში, სადაც მოინახულეს ეკო/აგრო ტურიზმის წარმატებული მაგალითები - მცირე საოჯახო სასტუმრო, მარანი, კვების ობიექტი და ეთნო სახლი. აღნიშნული ობიექტების მეპატრონეებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება თუ როგორ დაიწყეს და როგორ მართავენ საკუთარი ბიზნესს.
ტრენინგის მონაწილეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ სოფლებში ეკო/აგრო ტურიზმის სხვადასხვა სერვისის მიწოდების წამოსაწყებად, სწორად დაგეგმვა/მართვასა და პოპულარიზაციაში.
ტრენინგი ჩატარდა პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.