„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ იწვევს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაინტერესებულ პირებს სწავლების: ,,გიდი“-ს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზუნდაგას, ზედა მახუნცეთისა და პირველი მაისის მოსახლეობის ყველა დაინტერესებულ პირს.
შერჩეული კონკურსანტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას..!
სწავლება უფასოა!
თითოეული სოფლიდან შეირჩევა 3 (სამი) მონაწილე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია (CV)
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მოტივაციის წერილი (მოკლედ აღწერეთ, რატომ გაქვთ გიდის სპეციალობის მიღების სურვილი)
- კონკურსანტი თანახმაა გააგრძელოს მოღვაწეობა თავისივე სოფელში გიდის სპეციალობით არანაკლებ ორი წლის განმავლობაში
- სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა (მაგრამ არაა აუცილებელი)
კონკურსანტის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები
• კომუნიკაბელურობა
• თავისი სოფლისა და ადგილზე არსებული ისტორიის ცოდნა
• მსგავსი საქმიანობის გამოცდილება
• კონკურსანტი არის ქედის მუნიციპალიტეტის აღნიშნული,რომელიმე სოფლის მუდმივი მაცხოვრებელი
კონკურსანტმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს:
• სოფ. ზუნდაგა - საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მამია ვარშანიძე
მობ. ტელეფონი 591 05 43 81
• სოფ. პირველი მაისი - საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მირანდა ჭყონია
მობ. ტელეფონი 591 98 08 37
• სოფ. ზედა მახუნცეთი - საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვაჟა ირემაძე
მობ. ტელეფონი 568 04 06 55
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი , 16:00 საათი.
შერჩევის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს დაუკავშირდება „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს წარმომადგენელი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით :
ქეთევან სურმანიძე 557 28 01 91 ketevan_surmanidze@mail.ru
სწავლების პროგრამა წარმოადგენს პროექტის ”მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ერთ-ერთ კომპონენტს.
პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.
პროექტის მიზანს წარმოადგენს მდგრადი ტურიზმის განვითარების და მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის დაცულ ტერიტორიაზე (მტირალას ე.პ.) ტურისტული მარშრუტების შექმნით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.