„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
კვლავ, აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვით აქტივობებს ჩვენს ყველაზე აქტიურ და პოზიტიურ ეკო-კლუბის წევრებთანერთად
ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში -პირველი მაისის, ზუნდაგასა და ქვედა მახუნცეთის სკოლებში შექმნილმა ეკო-კლუბებმა დამოუკიდებლად იმუშავეს და წარმოგვიდგინეს - „მათი თვალით დანახული ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები“, მოიძიეს ინფორმაციები და დისტანციურ რეჟიმში გაუზიარეს ერთმანეთს.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, " მაჭახელას ეროვნული პარკი"-ს წარმომადგენლებისა და "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია"-ს მიერ ეკო-კლუბებისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია - ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების მნიშვნელობა და როლი.
აქტივობები ხორციელდება პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.