„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

მიმდინარე წლის ივლისში, ჩატარდა შეხვედრა  პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ საკოორდინაციო ჯგუფთან. რომლის ფარგლებშიც  ჯგუფის წევრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ , პროექტის ფარგლებში განხორციელებულ  ღონისძიებებს:

  • ახალ „ორი მთის ბილიკს“ , რომელიც მარკირებულია და მასზე  განთავსებულია, როგორც საგზაო ნიშნები, ასევე საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფები.
  • მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ მცირე ინფრასტრუქტურას (საპიკნიკე/საკემპინგე ადგილი).
  • ქედის მუნიიპალიტეტის სამი სამიზნე სოფლის (ზუნდაგა, მახუნცეთი,პირველი მაისი) ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ ტრენინგ-კურსებს, სამიზნე სოფლების (ზუნდაგა, პირველი მაისი,მახუნცეთი) დაინტერესებული პირებისთვის.
  • შეშის ალტერნატიული საშუალების პილოტურ მაგალითებს (თხილის ნაჭუჭი/ჰელიოსისტემა).
  • პროექტის სამიზნე სოფლებისთვის,  ცნობიერების ამაღლების გზებს  „მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების შესახებ“ (მოსახლეობა/სკოლის მოსწავლეები).
  • პროექტის ფარგლებში მომზადებულ ბეჭდვით მასალას - რუკა/გზამკვლევი.

 

პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.